"მიხეილ სააკაშვილს შეუძლია იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში. მე როგორ მაქვს ინფორმაცია, გამოგდებას უპირებენ და მისი მთავარი საზრუნავი იქნება შეინარჩუნოს სამსახური", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" დამარცხდა.
"მივმართავ ოპოზიციას ჩამოვაყალიბოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობა, მე მიხეილ სააკაშვილი ვაცხადებ, რომ არ მივისწრაფი ამ მთავრობაში არცერთი თანამდებობისკენ, ჩვენ უნდა მოვძებნოთ შეთანხმებული ადამიანები... ივანიშვილი დამარცხებულ-გაფარჩაკებულია. მე მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება, ივანიშვილსაც მოვუწოდებ, გაუწოდოს ქართველ ერს ხელი და მისცეს მას განვითარების საშუალება... მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი..." - განაცხდა მან