„თურქეთმა შავ ზღვაში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინა,“ - განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, ენერგეტიკულ რესურსებს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
„გარდა იმისა, რომ ენერგეტიკული რესურსები განვითარების აუცილებელი ელემენტია, ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, ახლად აღმოჩენილი მარაგი, 320 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივ აირს მოიცავს.
ცნობისათვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირი აღმოაჩინა.