„ოჯახებში იბადებიან ინვალიდი ბავშვები, ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მერე ამბობენ, რატომ გვემართება ეს, სულ ახალგაზრდები კვდებიან, ჩვენ გვარში კაცი არ დარჩა. გამოიკვლიე კარგად და მიხვდები, შენმა წინაპრებმა რა გააკეთეს – როგორც ახლა ამ ბიჭმა გააკეთა, როგორც ეს გვარამიები აკეთებენ გადაცემებს, როგორ შეიძლება ამათმა გვარმა გაიხაროს. კი არ ვწყევლი, საკუთარ თავს თვითონ იწყევლიან ამ საქციელებით“, – განაცხადა მამა შალვამ.
ამას მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შემდეგნაირად გამოეხმაურა:
„ავადმყოფია ეს ფეშენისტა მღვდელი. მაქმანებში და მანებში გამოკვართული ბოროტი ქუაბავაზაკი. შვილები დამიწყევლა ამ თხაწვერა ახვარმა“, – დაწერა გვარამიამ სოცქსელში.
[media=]