სასწრაფოდ! სანდრა რულოვსი ამ წუთებში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს - სრულიად მოულოდნელი...
მოქალაქეების ძირითადი უფლებების შელახვით პროტესტს კი ვერ აქრობენ, აძლიერებენ. ასეთ პირობებში კი ხალხი აუცილებად დაიძვრება შუშის სასახლისკენ, ივანიშვილისთვის იმის სათქმელად, რომ მისი ხელისუფლების დრო ამოიწურა და, რომ ცვლილება მართლაც სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებით უნდა გაფორმდეს. მე აუცილებლად ვიქნები ამ საერთო ეროვნულ ბრძოლაში, როგორც ქართველი ვაჟების დედა და ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული რიგითი მოქალაქე!საქართველოს თავისი უალტერნატივო ლიდერი და პატრონი ჰყავს და ჩემი სახით არ სჭირდება დროებითი შემცვლელი. ლამის 7 წელია ვხედავთ, რომ საქართველოდან უსამართლო დევნის პირობებში, მიშა შორიდან ქმნის აქ პოლიტიკურ ამინდს და ყოველდღიურ რეჟიმში გვიჩვენებს, თუ როგორ სწამს, როგორ სჯერა ამ ქვეყნის პოტენციალისა და მისი თავისუფალი მომავლის, როგორც იბრძვის ამისთვის, ახლა უკვე სამშობლოში დასაბრუნებელ ემიგრანტებთან ერთად. მჯერა, რამდენიმე კვირის ან თვის ამბავია მანამ, სანამ ქართულ მიწაზე ღირსეულად დადგამს ფეხს! რაც შეეხება პრეზიდენტად დანიშნულ ამ გაუგებრობას, დარწმუნებული ვარ, მასაც ხალხი მიუთითებს სახლისკენ იმავე ჩექმებით სწრაფი ნაბიჯებით სვლას, რომლებითაც შეაბიჯა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში“, -წერს სანდრა რულოვსი.