"გოგონებს აწუხებდნენ, ბიჭი მათ დასახმარებლად მივიდა, ამის გამო კი ცემით მოკლეს…" - საზარელი მვკლელობა, მუშებმა ახალგაზრდა ბიჭი სასტიკად მოკლეს...
ამბროლაურში ცოტა ხნის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა. 29 წლის ვლასი აბუთიძე 19 წლის ახალგაზრდებმა ცემით მოკლეს. გარდაცვლილს მეუღლე და მცირეწლოვანი გოგონა დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი ხელით არის გაგუდული. „ლასოს კოტეჯი ჰონდა გაქირავებული. მეზობლად მუშები კოტეჯს აშენებდნენ, რომლებიც გვიან ღამით მივიდნენ გარდაცვლილის მიერ გაქირავებული კოტეჯის სტუმარ გოგოებთან. სტუმრებმა გარდაცვლილს დაურეკეს და უთხრეს, რომ მუშები მათ აწუხებდნენ. ახალგაზრდა გოგონების დასახმარებლად მივიდა, სადაც ის მოკლეს… ”, - ამბობენ ადგილიბრივები… პოლიციამ საზარელ მკვლელობაში ბრალდებულები რამდენიმე საათში დააკავა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.