სატელევიზიო სიუჟეტის ავტორი აცხადებს, რომ რულოვსი მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და ხანგოშვილი მასთან შეხვედრას აპირებდა. თუმცა, ჟურნალისტი აცხადებს, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა ვერ შეძლეს რულოვსის დაყოლიება ბერლინში ჩასვლასა და ჩვენების მიცემაზე, ამიტომ ის ტელეფონით გამოკითხეს. სანდრა რულოვსის ზელიმხან ხანგოშვილთან სავარაუდო შეხვედრის მიზანზე ზელიმხან ხანგოშვილის ძმა გვესაუბრება, რომელსაც ambebi.ge ევროპაში დაუკავშირდა.
იმ დღეს, როდესაც ზელიმხანი მოკლეს, სანდრა რულოვსი მართლაც ჩადიოდა და ჩავიდა კიდეც ბერლინში იმ მიზნით, რომ ჩეჩნურ დიასპორას შეხვედროდა. ამ შეხვედრის ორგანიზება ზელიმხანმა გააკეთა. სანდრას და ზელიმხანს მიმოწერა ჰქონდათ და ჩემი ძმა მას აეროპორტში უნდა დახვედროდა. ეს ინფორმაცია სასამართლოზე გამჟღავნდა - ტელეფონიდან ჩემი ძმისა და სანდრას მომოწერა და ზარები ამოიღეს, ნახეს, რომ ზელიმხანს წინა დღეებში ჰქონდა სანდრასთან კონტაქტი. ზელიმხანმა ორგანიზება გაუკეთა სანდრას შეხვედრას ჩეჩნურ დიასპორასთან. ამჟამად მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს, ახალი არაფერია, პროცესი გრძელდება...
ვრცლად იხ აქ