"არცერთს ხალხი არ აინტერებს, მარტო თავის კარიერაზე და პარტიების გაძლიერებაზე ზრუნავენ, ხალხის ხმებს გამოიყენებენ და მერე ნაგავში ყრიან. ახლაც ასე იყო, როგორც ყველა სხვა დანარჩენი არჩევნების დროს, საქართველოში რომ ჩატარებულა.
"ოპოზიციაც და პოზიციაც ორივე არიან მსახიობები, ოღონდ უნიჭო მსახიობები. სერგო ზაქარიაძე როცა თამაშობდა ბახტრიონს, ტანში სულ ჟრუანტელი მივლიდა, მისი შემცვლელი, რომ თამაშობდა, ვიცოდი, რომ ყალბი მსახიობი იყო, ასე არიან ესენიც.
"ამის შემდეგ, რაც გინდა ის გამოაცხადოს - გინდა ხელისუფლებამ, გინდა ოპოზიციამ, ორივეს ნათქვამი იქნება ტყუილი. ამიტომ, მე არც მთავრობის და არც ოპოზიის მიმართ პატივისცემა აღარ მაქვს" - განაცხადა გივი სიხარულიძემ.