“ამინდიც კი გტირის ხათო დღეს ჩვენთან ერთად როგორ მტკივიხარ და მენანები ხათო ჩვენო გოგო ამ უცხო ქვეყნის ცამ და მიწამ რამდენი ემიგრანტის სული მიიბარა სისხლი რომ გეყინება… გულის გულში რომ ტკივილით გტკივა და სახელს რომ ვერ დაარქმევ… სიტყვები რომ გეკარგება აი ეს დატოვე ხათო თითოეულ ჩვენთაგანში, ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი იქ სადაც მართალნი განისვენებენ ჩვენო გოგო“
ის რამდენიმე ხნის მანძილზე მუშაობდა ამ ოჯახში და ყველა საჭირო საქმეს უკეთებდა, ვინაიდან უკვე ხანში შესულები იყვნენ.
75 წლის ქალბატონი, რომელიც ცნობილი ბიზნესმენია ათენიდან, მისი მეუღლე და დამხმარე ქალი, ანტიპაროსზე დროებით იმყოფებოდნენ, ისინი არ არიან კუნძულის მუდმივი მაცხოვრებლები და იქ წლის მხოლოდ ნახევარს ატარებდნენ. დღეს ყველა ერთად ათენში უნდა დაბრუნებულიყო, რისთვისაც პორტში მიდიოდნენ და სწორედ ამ დროს მოხდა ტრაგედია.
თვითმხილველთა თქმით, მანქანამ დიდი სიჩქარე განავითარა და ამავე დროს, ჩანდა, რომ მძღოლმა არაფერი გააკეთა ვარდნის თავიდან ასაცილებლად, შედეგად, ჯერ ერთ-ერთ ნიშნულს შეეჯახა, შემდეგ კი წყალში გადავარდა.
დეტალები, თუ რამ გამოიწვია ტრაგედია, უცნობია. ასევე, არ ვრცელდება დაზუსტებით, თუ ვინ მართავდა ავტომობილს. ოფიცრები განიხილავენ შესაძლებლობას, რომ მძღოლს გულის შეტევა მოუვიდა ან მანქანას შეექმნა პრობლემა, რის გამოც შეუძლებელი გახდა თავიდან აერიდებინა გადავარდნა.
სანაპირო დაცვის თანამშრომლები დაუყოვნებლივ გადახტნენ წყალში მათ დასახმარებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე გვიანი იყო. მოხუცი ცოლ-ქმარიც და მათი ემიგრანტი დამხმარე ქალიც გარდაცვლილები ამოიყვანეს.
გამოძიების დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.