2024 წლამდე ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში არაფერი შეიცვლება
ცნობილი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში უახლოეს მომავალში ბიძინა ივანიშვილისგან მოსალოდნელ სიურპრიზზე წერს და მიანიშნებს, რომ ზოგიერთს საინტერესო ამბავი ელის. „არჩევნებამდე ჩემი ბიძინა ბატონისგან ისეთი სიურპრიზი გელით მავანთ და სიკეთე საქართველოს“… - წერს სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინა. ამას გარდა, ლალი მოროშკინა კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და აკონკრეტებს, რომ 2024 წლამდე ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში არაფერი შეიცვლება. „… რა სასაცილოა მავანთა“ გაცისკროვნებული ”, ფსევდო აპოკალიპტური, კვაზი შორსმჭვრეტელი პოსტები.დამიწყნარდით, 2024 წლამდე არაფერი შეიცვლება, დანარჩენს მერე მოგახსენებთ P.S დაიშალეთ ა ა ა ა...