მან გვარამია იმ განცხადებების გამო გააკრიტიკა, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მისამართით “მთავარი არხის” ხელმძღვანელმა გაავრცელა:
“ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა მხოლოდ ის, რომ მისი პერფორმანსები, თავდასხმები დასავლურ ღირებულებებზე, მისი ისტერიკა, სხვა სიტყვა არ შეეფერება, არის ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის გაბომჟებული სახე. არის ძალიან მძიმე სანახავი, პიროვნულად, ადამიანურად. მას მთლიანად ჩაეფუშა ის გეგმა, რაც იყო ხელისუფლების ნებისმიერ ფასად ცვლილება…”
ბოლო რამდენიმე დღეა, გვარამია აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათ არ გაუკეთებიათ განცხადებები მისი ოჯახის წევრების მიმართ თვალთვალსა და “მთავარი არხის” მიმართ ხელისუფლების თავდასხმებზე.