ყველას ნახვა

"მე ის კაცი ვარ, ვინც თავის გუნდთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრიობა შექმნა - შეიძლება ჩემს სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მქონდეს?"

"მე ის კაცი ვარ, ვინც თავის გუნდთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრიობა შექმნა -  შეიძლება ჩემს სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მქონდეს?"
"მე ის კაცი ვარ, ვინც თავის გუნდთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრიობა შექმნა - ყველაზე საუკეთესო მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში"

აშშ-ის რადიოსადგურების - "თავისუფლება // თავისუფალი ევროპისა" და "ამერიკის ხმის" მიერ ჩეხეთში (პრაღაში) შექმნილი ინგლისურ და რუსულენოვანი ტელეარხის - "Currenttime"-ის (შტაბ-ბინით პრაღაში) ეთერში გადაიცა ინტერვიუ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელსაც ჟურნალისტი ირინა რომალიისკაია ესაუბრება. ინტერვიუს ტექსტური ვერსია გამოქვეყნებულია ტელეარხის ვებგვერდზე სათაურით - "მთავარია, რომ მათი მოსყიდვა ვერავინ შეძლო" - მიხეილ სააკაშვილის კომენტარი




პარლამენტისადმი ოპოზიციის ბოიკოტის შესახებ".

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
"საქართველოში მუშაობა დაიწყო ახალმა პარლამენტმა, რომელიც, ფაქტობრივად, ერთპარტიულია - საკანონმდებლო ორგანოს დარბაზში მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები სხედან, ოპოზიციურმა პარტიებმა კი, რომლებიც ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და განმეორებით არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე. იმ მოვლენებზე, რაც 
საქართველოში ხდება, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან, ამჟამად კი ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან, მიხეილ სააკაშვილთან", - ასე იწყებს ინტერვიუს ჟურნალისტი და ექსპრეზიდენტს კითხვებს უსვამს:

- როგორ შეაფასებდით პარლამენტის სხდომას ოპოზიციური დეპუტატების გარეშე?
- პარლამენტს მხოლოდ ოპოზიცია კი არ აკლია, არამედ - დეპუტატების კონსტიტუციური რაოდენობა: საკანონმდებლო ორგანომ რომ მუშაობა დაიწყოს, 100 დეპუტატი მაინც უნდა იყოს რეგისტრირებული. გარდა ამისა, პარალელური დათვლით აშკარა გახდა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა - ოპოზიციამ ერთად ხმების 60% მიიღო, ივანიშვილმა კი - მხოლოდ 40%. მან ოპოზიციას ხმები მოჰპარა და ყველაფერი შებრუნებულად წარმოადგინა.
ბუნებრივია, ქართველი ხალხი ასეთ გაყალბებას არ ეთანხმება. ისიც ბუნებრივია, რომ გამარჯვებული ოპოზიცია ქართველი ხალხის ნებას უნდა დამორჩილებოდა - გამოკითხვების მიხედვით, ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტის წინააღმდეგია. 21-ე საუკუნეში ხმების მოპარვა აღარ უნდა ხდებოდეს. ასეთ პარლამენტს და ხელისუფლებას ხალხი დაამხობს - ისევე, როგორც მოხდა ჩვენთან 2003 წელს, როგორც მოხდა ყირგიზეთში და უკრაინაში, რაც ხდება ბელარუსში. ვიცი ფაქტები, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში შესასვლელად 2-3 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ. ბიძინა ივანიშვილი ისეთი ოლიგარქია, რომელმაც საქართველოში არა მარტო ხელისუფლება ჩაიგდო ხელში, არამედ - მთელი ქვეყანა. მაგრამ ზეწოლა უშედეგო აღმოჩნდა - ფული არავინ აიღო, შტრეიკბრეხერი ვერ იპოვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

მე იმ ოპოზიციურ ჯგუფს წარმოვადგენ, რომელმაც ყველაზე მეტი ხმები მიიღო. ოპოზიციაში ზოგიერთები ერთმანეთს ვერ იტანენ, უთანხმოება ყოველთვის იყო. სწორედ ამის იმედი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ როგორც კი საქმე ფუნდამენტალურ საკითხებამდე მივიდა, როცა აშკარა გახდა, რომ ოლიგარქი ხმებს ყიდულობდა და გაყალბებას ახდენდა, ყველა გაერთიანდა... კი, ტაქტიკაში ჯერ კიდევ ყველა ვერ თანხმდება, მაგრამ მთავარია, რომ ისინი არ გაიყიდნენ.

- არ შიშობთ, რომ ისინი საბოლოოდ მაინც შევლენ პარლამენტში?
- თუ ის პარტია, რომელმაც ერთი თუ ორი დეპუტატის ხმა მიიღო, პარლამენტში შევა, ამას მნიშვნელობა არ ექნება. ჩემმა პარტიამ - "ნაციონალურმა მოძრაობამ" თითქმის იმდენივე ხმა მიიღო, რამდენიც "ქართულმა ოცნებამ", თან კიდევ - ქვეყანაში არ მიშვებენ. წარმოიდგინეთ, პარტიის ლიდერი შვიდი წელი არ არის სამშობლოში და მისი პარტია იმდენივე ხმას იღებს, რამდენსაც ის პარტია, რომელსაც ყველაფერი აქვს, ფულის ჩათვლით. იცით, როცა მე უცხოელი ელჩები და პოლიტიკოსები მეუბნებიან, რომ საქართველოში დემოკრატიაა, ეს ჩემში გულისრევის რეფლექსს იწვევს. აი ახლაც, პარლამენტში მხოლოდ ერთია პარტიაა. განა ეს შეიძლება ასე იყოს?

ვრცლად იხ აქ
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე