ძალიან გულჩვილია, როგორც კი რამეს წაიკითხავს, მირეკავს და მეუბნება, მითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნებაო. ეს არის ჩვენი ოჯახისთვის აუტანელი მდგომარეობა. დღეს თეა წულუკიანმა პირდაპირ ჩემი ცოლი მოიხსენია, ხალხო რაღაც საზღვარი ხომ არსებობს? რაღაც წმინდა ხომ არსებობს? ცოლი და შვილებია წმინდა. მოიტყუა წულუკიანმა, არასდროს არავის სახლში არ შევვარდნილვართ და არავის ბავშვისთვის მიკროფონი არ მიგვიშვერია. ამას გარდა, ჟურნალისტის სახლში შეჭრა, ეს არის ჟურნალისტური საქმიანობა, კანონით ნებადართული და ჩემს ცოლ-შვილს არალეგიტიმურად, უმიზეზოდ, რომ უთვალთვალებს და ფარულ მიყურადებას აწარმოებს სუსი, ხოლო მერე მე მიგზავნიან ამას, ეს არის უკანონო და ამ ორ შორის განსხვავება არის. ეს დანაშაულია და ადამიანების შანტაჟი. ეგღა აკლდა ჩემს ცოლს საკუთარი თავის შესახებ მოესმინა ტელევიზიიდან, დიახ მზეთუნახავია ჩემი ცოლი, თეა წულუკიანთან შედარებით მეც მზეთუნახავი ვარ. წულუკიანი არის, ნაძირალა, დამხვრეტი მამის მკვლელი შვილი, არასდროს მიკადრებია მამის პასუხისმგებლობა შვილზე გადამეტანა, მაგრამ ზუსტად გენეტიკურია მათი რეპრესიულობა და მკვლელობა.