გვარამიას თქმით, მისი ბოლოდროინდელი კრიტიკული განცხადებები და “ისტერიკა” აშშ-სა და ზოგადად დასავლელი ელჩების მისამართით “ქართული ოცნების” მუქარების გამო მის ოჯახში არსებული პრობლემებითაა გამოწვეული.
“რაც შეეხება ჩემს ისტერიკას, კარგად მომისმინეთ ყველამ, მე საკუთარ თავთან და საკუთარ ბედთან დაკავშირებით პრობლემები არ მაქვს და შეკითხვებიც არ მაქვს, მე დიდიხანია შეგუებული ვარ იმას, რომ ციხეში ჯდომა მომიწევს, ამის არ მეშინია, ამას ველოდები, მაგრამ მე არ შემიძლია მტირალი სოფოს ყურება, არ შემიძლია როცა ჩემი უფროსი შვილი, რომელიც ამერიკაშია, წლების განმავლობაში ვერ ვნახულობ და მისთვის აქ ჩამოსვლა გამორიცხულია იმიტომ, რომ მეშინია, რამე არ მოუწყონ. მე არ შემიძლია, როცა ჩემს საშუალო შვილს, რომელიც, როგორც ხვდება რომ რაღაც ხდება, იწყებს სერჩვას და ნერვიულობაზე ენა ებმება. მე არ შემიძლია, როცა ჩემი უმცროსი გოგო სტრესისგან ვიტილოგოთი დაავადდა… და მაქვს ისტერიკა და თუ მაქვს, ბოდიშს ვუხდი ყველას”, – აცხადებს ნიკა გვარამია.