სტატიაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, როდესაც კიევი სერიოზულად განიხილავდა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას, დეგნანმა უკრაინაში დარეკა და მოითხოვა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლა განეხორციელებინათ, რათა მას ეს გადაწყვეტილება შეეცვალა.
გამოცემა ასევე წერს, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა სერიოზული მოლაპარაკებები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რათა ისრაელის ლობისტური კომპანიების საშუალებით საქართველოში 2020 წლის არჩევნების გაყალბებული შედეგების საერთაშორისო აღიარება მომხდარიყო და ამ პროცესში, კელი დეგნანის გარდა, მაიკ პომპეოც იყო ჩართული. censor.net წერს, რომ საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების გამო ამ გეგმების კორექტირება მოხდა.
შეგახსენებთ, ინფორმაცია პირველად იმის შესახებ, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩი ითხოვდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არ დაენიშათ თანამდებობაზე, პირველად ნიკა გვარამიამ "მთავარ აქცენტებში" გაასაჯაროვა.