„რატომ არის საძაგელი კაცი კალაძე: დღეს ასობით ადამიანს გაუმწარა ისედაც გაუსაძლისი ცხოვრება. შეეძლო ამ ადამიანების პრობლემას სისტემურად მიდგომოდა, შეესწავლა, იქნებ ის მიგდებული სახელმწიფო მიწა, სადაც ამდენმა უსახლკარო ადამიანმა სხვადასხვა დროს შეაფარა თავი და ქოხები აიშენა, დაუკანონოს, მიჰყიდოს სახელმწიფომ, რაღაც გამოსავალი მოძებნოს. არა! მიაყენა ჯარი და დალეწა. საღამოს ბიჭს, რომლის ცრემლიანი თვალების გამო მთელმა ქვეყანამ დედა აგინა, ბინა აჩუქა მისი, პირადი ფულით.ადამიანი, რომელსაც აქვს ბერკეტები ქვეყანა უკეთესი გახადოს, სინამდვილეში სისტემურად გვანგრევს და მერე ემოციებს ყიდულობს. ნეტა ვის მაგონებს? რა თქმა უნდა ივანიშვილს, რომელიც სახელმწიფოს სისტემურად ანგრევს და მერე გადმოყრილი ნამცეცებით ემოციებს და მისი ხელების ლოკვა–ლაქუცს ყიდულობს. იპოდრომი გვაჩუქა და არჩევნები წაგვართვა. მშვენიერი ბარტერია, რას ერჩი. ივანიშვილის ჭეშმარიტად ღირსეული ნაბიჭვარია კალაძე.”- წერს ჯანგირაშვილი.