“ივანიშვილი უახლოეს კვირეებში ჩალიჩობს, რუსებთან ერთად, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ გაამტყუნოს ქართველი სამხედროები 2008 წლის ომში, იქ გაურევენ ვიღაცებს, ეთნიკურ ოსებსაც, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი. იმედია, ვერ მიაღწევენ ამას, მაგრამ ყველა ნაბიჯს დგამენ აქეთკენ. საქართველო, პრაქტიკულად, ყველა მხრიდან არის უზარმაზარი შეტევის ქვეშ და ამ მოცემულობაში, ჩემთვის მეათეხარისხოვანია, ვის რა ტიტული აქვს”, - ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი "მთავარ დებატებში".შეგახსენებთ, ოპოზიციის უდიდესი ნაწილი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგეგებს არ აღიარებს და პარლმენტში შესვლაზე უარს ამბობს.
აქვე გეტყვით, რომ მეხუთე რაუნდამდე, ბარიერგადალახული 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 51-მა პარლამენტს უკვე მიმართა. უახლოეს დღეებში განცხადების დაწერას აპირებს "პატრიოტთა ალიანსი''.