- მიმაჩნდა, რომ ივანიშვილი ვალდებული იყო, ბოლომდე მიეყვანა საქმე, რომელიც წამოიწყო. ჩემი აზრით, მაშინაც მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მისი სათანადო შემცვლელი პარტიაში არ იყო; არც ახლაა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მისი შემცვლელი "ქართულ ოცნებაში". თუ გახსოვთ, პირველი უსიამოვნება, რაც გვქონდა მე და ბატონ ბიძინას პირდაპირ ეთერში,სწორედ ეს იყო - მე პრემიერობიდან მისი წასვლა უარყოფითად შევაფასე. ახლაც მიმაჩია, რომ პარტიის თავმჯდომარეობიდან მისი წასვლა არაფრით არ შეიძლება. საქმე ის არის, რომ ყველაფერზე, რასაც აკეთებს "ქართული ოცნება" და ხელისუფლება, პასუხისმგებელი მაინც ბიძინა ივანიშვილია და აუცილებელია, რომ ის, როგორც ლიდერი, ფორმალიზებული იყოს. სხვა საკითხია, თუ მან სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო, რაზეც ვერ ვილაპარაკებ, რადგან არ ვიცი, რა შეიძლება ეს იყოს, მაგრამ თუ ყველაფერი ისე რჩება, როგორც აქამდე იყო, ის აუცილებლად უნდა იყოს ისეთ პოსტზე, რომელიც მას საშუალებას მისცემს, მართოს ვითარება და საზოგადოებასაც ექნება საშუალება, იცოდეს, ვისთან აქვს საქმე. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერენ მხარს, ძირითადად, მიხეილ სააკაშვილის გამო, ასევეა "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაშიც.
- ამ ვითარებაში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლას როგორ აფასებთ?
- გრიგოლ ვაშაძე არის ეპიკურე, ანუ კარგ ცხოვრებას მიჩვეული ადამიანი. ის ამ პოსტზე აღმოჩნდა სააკაშვილის კაპრიზის გამო, რომ მას არ ჰყოლოდა კონკურენტი პარტიის ხელმძღვანელად. თვითონ ვერ იქნებოდა და შეარჩია ასეთი ადამიანი, რომელსაც არ ექნებოდა დიდი პრეტენზიები. ვაშაძეს აქვს დიდი დიპლომატიური გამოცდილება, მაგრამ არ შეუძლია გაუთავებლად ქუჩაში სირბილი, მით უფრო - რევოლუციურ სცენარში მონაწილეობა. ვაშაძის გადადგომაც აჩვენებს იმას, რაც მე უკვე გითხარით - მისთვის მიუღებელია ის ფორმა, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" შემდეგ ეტაპად ფიქრობს. ჩემი აზრით, ეს იყო დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე მისი გააზრებული ნაბიჯი.
რაც შეეხება ახალ თავმჯდომარეს, "ნაციონალურ მოძრაობას" ჩემი რჩევა არ სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, მას ისეთი ადამიანი უნდა ჰყავდეს სათავეში, რომელსაც მხრებზე 2004-2012 წლების სიმძიმე არ აწევს. ეს შეიძლება იყოს ნიკა მელია.
მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მონაწილეობდა "ქართუ ბანკის" გაკოტრებაში, ის მაინც რიგითი ჩინოსანი იყო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების სიმძიმე მას არ აწევს.
იხილეთ სრულად