ყველას ნახვა

სასწრაფოდ! ვრცელდება მოულოდნელი ინფრომაცია ამ ყველაფერს გეგმავს სააკაშვილი, რომელსაც... - შეტევა...

სასწრაფოდ! ვრცელდება მოულოდნელი ინფრომაცია ამ ყველაფერს გეგმავს სააკაშვილი, რომელსაც... - შეტევა...
"ფაქტია, ახალმა პარტიებმა, რომლებიც მეტს ელოდნენ, გაცილებით ნაკლები ხმა აიღეს, რადგან სხვისი დღის წესრიგით იმოქმედეს. შესაძლოა რომელიღაც ამომრჩეველმა იფიქრა, "ოცნება" არ მინდა, არც "ნაციონალებს" მივცემ ხმას, ვინ შეიძლება ავირჩიოო და რომ დაუკვირდა, "ფანჩატურის ოპოზიცია" მიიღო..."

გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე კვლავ უარს ამბობს და ბრძოლისთვის ქუჩას ირჩევს. რამდენიმე ლიდერის განცხადებით, გაზაფხულზე აქციებს გეგმავენ. მათ რიტორიკაში გაჩნდა მინიშნებები რევოლუციურ სცენარზე. პოლიტოლოგ ამირან სალუქვაძის აზრით, ოპოზიცია საარჩევნო პერიოდშივე­ ქმნიდა საამისო მუხტს, თუმცა ახლა




ქვეყანაში რევანშისტული რევოლუციის დრო არ არის.

- ოპოზიციისგან, რომელიც პროდასავლურობაზე ლაპარაკობს, დაუშვებელია ამგვარი კატეგორიულობით ლაპარაკი­ საელჩოებთან. ყოველივე ეს დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. კი აკეთ­ებენ უღიმღამო განცხადებებს, განსხვავებული ღირებულებების მიუხედავად, მაინც ერთად ვდგავართო, მაგრამ სად ჩანს ეს, როცა ელჩებს თავს ესხმიან?! თუ ადრე დასავლეთის, ჩვენი სტრატეგიული 
მოკავშირეების, ამერიკის რომელიმე კონგრესმენის თუნდაც "ტვიტერში"­ დაწერილი ერთი ფრაზაც სამოქმედო გეგმად და სტრატეგიად საღდებოდა, ახლა ევროკავშირის ელჩების, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არჩევნების შედეგების აღიარების შესახებ თურმე არაფერს ნიშნავს. მეტიც, მათ რუპორ გვარ­ამიას შეუძლია ხელაღებით გააქილ­იკოს ესა თუ ის ელჩი, რაც დაუშვებელია.­ ამ ყველაფერს გეგმავს ერთი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ქვეყნის ინტერესები და მომავალი არ ადარდებს. ეს ხდება მაშინ, როცა საქართველო ძალზე საინტერესო ფაზაშია - ნატოსა და ევროსტრუქტურების ხელმძღვანელები საქართველოს წევრობის საკითხზე მსჯელობენ.

კონსტრუქციული ოპოზიცია რომ გვყავდეს, ქვეყანა მოგებული იქნებოდა. არ ვიცი, ოდესმე დადგება თუ არა დრო, როცა ოპოზიციას ზღვარი ან შინაგანი ცენზი ექნება,­ რათა ვისაც რა მოეპრიანება, ის არ თქვას. ამით ამომრჩევლის ბევრად მეტ ხმას აიღებდა. ისე კი "ოცნებასაც" ნუ გაუკვირდება ასეთი შედეგი და სირაქლემის პოზაში ნუ იქნება. იმედია, აცნობიერებენ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილება დაიმსახურეს. იმ 48%-დან ყველა მათი მომხრე არ არის, მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც მხოლოდ იმიტომ მისცეს ხმა, რომ უკეთესი არჩევანი არ ჰქონდათ...

სიძულვილის ენაზე მოსაუბრე ძალებს ქვეყნის აშენების გეგმა არც ჰქონდათ. ხმაურიანი სახელები კი ჰქვიათ - "სტრატეგია აღმაშენებელი", "მარშალის გეგმა" და ა.შ., მაგრამ სინამდვილეში ყველა მათგანის პროგრამა ლექცია იყო. ასეთი დამოკიდებულებით უფრო წააგო ოპოზიციამ, ვიდრე მოიგო.

ვრცლად იხ აქ
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე