“მე დღეს განვაცხადე, რომ კობახიძისგან მოვიდნენ ხალხი ჩემთან სახლში, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ზედმეტ ყურადღებას ვაქცევთ კობახიძეს. არა მხოლოდ მისგან იყვნენ, სხვა მაღალჩინოსნებისგანაც იყვნენ. სამჯერ იყო ასეთი შეხვედრა. კობახიძე არავინ არ არის. შუამავლები, რომლებიც არიან, ძალიან კარგად გრძნობენ თავს. არ ვიცი ეს პირები თავს თუ ბიზნესმენებად მოიაზრებენ. მე ვფიქრობ, რომ ბინძურ გარიგებაში და კორუფციაში არიან. ვინ არიან, აღარ ვაკონკრეტებ.
სერიოზული შეხვედრა იყო იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირი საუბარი იყო. ბიზნეს შემოთავაზებაც იყო და პირდაპირი ქრთამიც. როგორც ჩანს, პოლიტიკაში რამდენსაც გადებენ, იმას გთავაზობენ. ჯონის [თაკო ჩარკვიანის მეუღლე ჯონი გიგანი] თანდასწრებით იყო შეხვედრა, ძალიან გამოცდილია და მის გარეშე ასეთ შეხვედრებზე არავისთან არ მივდივარ”, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი, რომელიც აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე თავად ისაუბრებს კონკრეტულად რა რაოდენობის თანხაც იყო შეთავაზებული.