თავად ივანიშვილმა თქვა, რომ არასწორ პროგნოზებს აკეთებდით, თითქოს არჩევნებში ნინო ბურჯანაძის წარმატება ივარაუდეთ.
- სიმართლე გითხრათ, აღარც მახსოვს, რა ვთქვი ბურჯანაძეზე ერთ-ერთი სადილის დროს, არასაქმიანი საუბრისას. ივანიშვილი ჩემთვის პოლიტიკურად აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ ვერასდროს გადავხაზავ იმ ადამიანურ ურთიერთობას, რაც ერთად ბრძოლის დროს ჩვენ შორის ჩამოყალიბდა. ძალიან მაკლია როგორც მასთან, ასევე მის ოჯახთან ურთიერთობა. ვერ დავივიწყებ მის კეთილ საქმეებს როგორც ქვეყნის, ისე პირადად ჩემთვის. მატერიალურ სიკეთეებზე არაფერს ვამბობ, შეუფასებელი რამ გამიკეთა - ჩემი მეუღლე დღეს ცოცხალი რომ არის, მას უნდა ვუმადლოდე. ძვირად ღირებული სასწრაფო ოპერაცია ისე დააფინანსა, არც მითხოვია მისთვის. მაგრამ თვალს ვერ დავხუჭავ იმაზე, რომ დღეს ასევე ჩემთვის შეუფასებელ ღირებულებებს აზიანებს. არ მიხარია მისი გაკრიტიკება, არც ჩასაფრებული ვარ. ხვალ რომ დაცვა დასჭირდეს, ისევ მე დავიცავ, ირაკლი კობახიძე კი არა. კობახიძე დაჯდება პროკურატურაში და დაწერს, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალი იყო, ის მავალებდა ცუდ საქმეებსო.
- ფიქრობთ, რომ დაცვა დასჭირდება?
- ისე მიდის პროცესები, მგონი, კი.
- როგორ წარმოგიდგენიათ, შეინარჩუნებს პრინციპულ პოზიციას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას არაფრით არ დაუშვებს?
- ივანიშვილი ტაქტიკოსია, სტრატეგიებზე არ ფიქრობს. ის ასე უყურებს ცხოვრებას: გაჩნდა პრობლემა, გადაწყვიტე. მერე შეხედავს, როგორ განვითარდება მოვლენები და შესაძლოა რაიმე დააკორექტიროს. ამ წუთში ფიქრობს, რომ ძალაუფლების შენარჩუნების ტაქტიკური ამოცანა გადაწყვიტა. ახლა აკვირდება მოვლენებს და იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. არანაირი გრძელვადიანი გეგმა არა აქვს.
- ესე იგი, ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციის ერთიანობაზე?
- ოპოზიციის ერთადერთი აქტივი ერთიანობაა, რეპუტაცია მათ არა აქვთ და საერთაშორისო მხარდაჭერა. რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.
ივანიშვილი შეეცდება, უფრო სწორად, უკვე ცდილობს მათ დაშლას და დაპირისპირებას. ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს: დაშინებას, დაშანტაჟებას, მოსყიდვას... თუ ამას ვერ მოახერხებს, აუცილებლად შეცვლის პოზიციას. არ არის ხისტი ადამიანი, რომელიც მეთოდურად ერთ სქემაში ზის და მეთოდურად აკეთებს რამეს... მას ახასიათებს ადამიანებში ცუდი თვისებების ძიება, პოვნა და მერე ამით მანიპულირება. ასეთი ტიპის მენეჯერია. ის ახლა ფიქრობს, შეიძლება არც მე ვარ მთლად წელში გამოყვანილი, მაგრამ ესენი ჩემზე უარესები არიან, ორ შაურად იყიდებიანო. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მორალური უპირატესობის მოპოვება.
- გახარიასაც კარგად იცნობთ. თქვენი მეზობელია და მთავრობაშიც თქვენ წარადგინეთ.
- დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში ის იმ იშვიათთაგანია, ვისგანაც სერიოზული სახელმწიფო მოღვაწის ჩამოყალიბება, გამოთლა შეიძლებოდა. თუმცა დღევანდელი მმართველობითი ალგორითმიდან გამომდინარე, გახარია ვერასდროს მოახერხებს ამ უნარების გამოვლინებას. ივანიშვილს არ სჭირდება განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი. ის ყველას რესურსად იყენებს. როგორც კი ამა თუ იმ პირის რესურსი ამოიწურება, მაშინვე განზე გასწევს. წულუკიანის მაგალითი ნახეთ - სანამ სჭირდებოდა, მისი ხელით ბევრი ცუდი საქმე აკეთა, ახლა განზე გასწია, ვითომ ამბიციაც დაუკმაყოფილა, კულტურის სფერო ჩააბარა. თუმცა ახლა მისი მთავარი საქმე ის იქნება, თუ რომელი როიალი იყიდოს პარლამენტისთვის.
- გახარია ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებაში აღარ არის ისეთი აქტიური, როგორიც თუნდაც გასული წლის მარტის მოვლენების დროს იყო. რჩება შთაბეჭდილება, რომ ახლა ის კობახიძემ ჩაანაცვლა. ივანიშვილმა გახარიაც განზე გასწია?
- ძალიან მკვეთრად გასწია. უთხრეს, არა ხარ პოლიტიკური ლიდერი, პანდემიასა და სოციალურ პრობლემებს მიხედეო. მინისტრთა კაბინეტის შეცვლის უფლებაც არ მისცა. ეს კაბინეტი არ არის გახარიას გუნდი, ის ივანიშვილის გუნდია. ამით პირდაპირ უთხრა, პოლიტიკა არ არის შენი საქმეო. ყველას ასე ეუბნებოდა, მათ შორის კვირიკაშვილსაც. თუ დასჭირდა ოპოზიციასთან კონსტრუქციულობანას თამაში, გახარიას ისევ შემოსწევს და კობახიძეს დამალავს. ხომ გახსოვთ, კობახიძემ ძალიან რომ გადაამლაშა, როგორ გადამალა. ახლა ასე სჭირდება და ისევ წინა ხაზზე გამოიყვანა. ამით კობახიძესაც აჩვენებს, რომ არაფერს წარმოადგენს.
- რამდენად რეალური შეიძლება იყოს ვერსია, ივანიშვილის მიერ პარტია "ოცნების" თავმჯდომარის პოსტის დატოვებასა და მის ადგილზე კობახიძის დანიშვნის შესახებ?
- ამას არა აქვს მნიშვნელობა. 8-წლიანი ისტორია გვაჩვენებს, რომ ივანიშვილის სტატუსის შეცვლა არც მის წასვლას ნიშნავს და არც მოსვლას. ძალაუფლება მაინც მხოლოდ მის ხელში იქნება. შეიძლება საბელი ცოტა დააგრძელოს, მერე ისევ დაამოკლოს. სააკაშვილი და ივანიშვილი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. თუ სააკაშვილი მითოლოგიას კლასიკურ რელიგიურ სქემაზე აგებს, მოდის, მაგრამ არ მოდის, ივანიშვილმა ალტერნატიული სქემა შემოგვთავაზა - მიდის, მაგრამ არ მიდის.
- მმართველი გუნდის ლიდერები ეჭვობენ, რომ "სამართლიანმა არჩევნებმა" საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში შეცდომა კი არ დაუშვა, ოპოზიციასთან შეთანხმებით მიზანმიმართულად გააყალბა. კახა კალაძემ რევოლუციურ სცენარზეც კი დაიწყო საუბარი. როგორ ფიქრობთ, სინამდვილეში რა შეიძლება მომხდარიყო?
- "სამართლიანმა არჩევნებმა" უხეში შეცდომა დაუშვა და ამაზე ვიღაცას აუცილებლად უნდა აეღო პასუხისმგებლობა. თუმცა, შეთქმულების თეორიის არ მჯერა. ფაქტია, ხელისუფლება ცდილობს IISFED-ის შეცდომა მთლიანად სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციისთვის გამოიყენოს. სამწუხაროდ, ახლა ხელისუფლების სამიზნე მხოლოდ ოპოზიცია კი არა, სამოქალაქო სექტორიც გახდა.
- როგორ გგონიათ, სამართლიანმა არჩევნებმა ამ ხარვეზზე საუბარი მხოლოდ ერთი თვის შემდეგ რატომ დაიწყო?
- შეცდომის საჯაროდ აღიარება არავის უყვარს. ვფიქრობ, შეცდომის მიფუჩეჩების მცდელობა იყო, მაგრამ არ გამოუვიდათ. ხელისუფლება შანსს არ უშვებს. სამწუხაროდ, ხელისუფლების მთავარი საფიქრალი ყველას და ყველაფრის გასვრა და სხვების შეცდომების გაბუქებაა. "ქართული ოცნების" ხელწერაა, გასვაროს სხვა და მოიპოვოს მორალური უპირატესობა, რომ მერე სათქმელი ჰქონდეს, - მე არ მოგწონვარ? ისინი ჩემზე უარესები არიან! ეს არის დღეს მთელი იდეოლოგია, მართვის მოდელი.