,,რაც შეეხება განცხადებას ჩემს დაჭერა არ დაჭერასთან დაკავშირებით, მინდა სააკაშვილს ვუთხრა: ჩემ დაჭერას, 26 მაისს , ვაჟკაცობა უნდოდა . ის ვაჟკაცობა, რომელიც შენ არასოდეს არ გაგაჩნდა და არც ახლა გაქვს! ძალიან კარგად მახსოვს ყველა კრიზისული ვითარება, როდესაც მიხეილ სააკშვილი, დედის კალთას რომ ამოეფარება პატარა ბავშვი, ისე იყო ხოლმე ჩემს კალთას ამოფარებული. როცა მე , აღარ ვყავდი, გორში თოხნა კიდეც ცხვირით მიწა.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილს მიმართა :
,,შენ, არ გაქვს იმის ვაჟკაცობა, რომ საქართველოში ჩამოხვიდე, მაგრამ თუ გაბედავ და ჩამოხვალ, დიახ, ამჯერად ნამდვილად - მე და ყველა ის ადამიანი, ვინც 26 მაისს, ვიდექით შეუდრეკლად და ძალიან ბევრი სხვა ადამიანი - დაგხვდებით და წაგიყვანთ იქ, სადაც არის შენი ადიგილი. დიახ, შენ ჩაჯდები ციხეში თუ გაბედავ და საქართველოში ჩამოხვალ და მოგიჯდებიან გვერდით ის ადამიანები, ვინც შენთან ერთად ჩადიოდნენ დანაშაულს და ამას, მე, აუცილებლად ვუზრუნველვყოფ. ამას გპირდები! ახლა, შეგიძლია , ბილეთი იყიდო და ჩამოსვლა დაგეგმო. ჩვენ, ჩვენსას შევასრულებთ. შენგან განსხვავებით, ჩვენ, ჩვენს სიტყვას ყოველთვის ვასრულებთ და არც არავისი გვეშინია და არც არავის კალთის უკან არ ვიმალებით.“