გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის ერთი ოჯახის წევრებიც არიან. შატილში, საბედისწერო ტურში დები - მედეა და ხატია დევსურაშვილები იმყოფებოდნენ. 25 წლის მედეა სხვებთან ერთად ადგილზე გარდაიცვალა, მასზე უმცროსი, 23 წლის ხატია კი ამ წუთებში სიცოცხლეს ებრძვის. მას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია უტარდება, თუმცა ექიმების თქმით, ამ ეტაპზე მისი ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელია, შესაბამისად გოგონას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ასევე გარდაცვლილია გოგონების ახლო მეგობარიც.
წყარო