ხვალიდან 15 იანვრამდე ქვეყანაში უქმეები ცხადდება. საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის ეს პერიოდი დასვენების დღეებად გამოცხადდება, ხოლო კერძო სექტორისთვის 3-დან 15 იანვრამდე უქმეების გამოცხადება ნებაყოფლობითია.
დღეს, 19:00 საათიდან დაიკეტა სავაჭრო ცენტრები და ეს შეზღუდვა იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. გაიხსნება თუ არა სავაჭრო ცენტრები და სხვა ობიექტები თებერვლიდან, დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე.