,, მთავარის ”გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და თავის გადაცემაში ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს უთვალთვალებდნენ და მანქანების ნომრებიც გამოაქვეყნა. ასევე, მისი თქმით, ბაჩალიაშვილი აიძულეს, მოეხსნა დიდი თანხები ანგარიშებიდან და გადაგვერიცხა მათ ანგარიშებზე.– ჩვენი ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი გამოიყენეს იმისთვის, რომ ანგარიშებიდან მილიონები მოეხსნა, მერე კი თავიდან მოიშორეს. ჩვენ ვიცით ეს კომპანიები, საიდანაც თანხა მოიხსნა. ახლა ხვებიან, ვისზეც ვსაუბრობ და ჯობია, თვითონ ისაუბრონ, თორემ ჩვენ დავასწრებთ, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.