დამამშვიდებელი დალიეთ და წესები დაიცავით ეპიდემიასთან ბრძოლის. ეპიდემიოლოგების აკვიატებული ხატება რომ გამშვიდებთ, ეს არ ნიშნავს: ა. რომ ისინი შეცდომებს არ უშვებენ ეპიდემიასთან ბრძოლაში, ბ. რომ მათ მთავრობა არ იყენებს, მათ შორის, ძალიან ცუდად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ (აბა რა ვიფიქროთ იმ უკონტექსტო და მათ კომპეტენციას გაცდენილ ტექსტებზე, რაც დღეს ვისმინეთ), გ. რომ თქვენ კარგად ხართ და არაფერი არ გემუქრებათ. პირიქით, დაავადების ნულოვან სტადიაზე იმყოფებით - პანიკური შიში და არარაციონალური დასკვნები. პანიკა მართეთ საკუთარ თავში, პანიკა. შენ კი ბრილიანტი იყავი და შესანიშნავი ინტერვიუ გქონდა Vakho Sanaia ყოჩაღ!" - წერს ნიკა გვარამია.