“ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ოპოზიციის ბოიკოტი ცუდია და მისასალმებელია, თუკი ოპოზიცია პარლამენტში შევა. გარწმუნებთ, ერთპარტიული პარლამენტის პატრონი სახელმწიფო თავისი ხელისუფლებით, ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი ხვალვე რომ შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ ეღირსება არა თუ ხელისუფლებაში ყოფნის ამ ვადაში, არამედ არც ერთ შემდგომ ვადაში. ამიტომ, „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციასთან ჭიდაობა, ხელების და არა მარტო ხელების გადაგრეხა, მოსყიდვა, მოტყუება და სხვა უზნეო და დაუშვებელი მეთოდების გამოყენება გაგრძელდება მანამ, ვიდრე საკუთარი პრობლემების მორევიდან გამოაღწევენ საქართველოს საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორები და სათანადო ქმედითი ზომების მიღებას დაიწყებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ. ყველას უარესის მოლოდინი სწორედ იმიტომ აქვს, რომ ხელისუფლება ყველაზე ნაკლებად ეიმედება, როგორც კრიზისის დამძლევი და ნაკლები დანაკარგებით სამშვიდობოს გამყვანი, უფრო პირიქით. სიტუაცია შეიძლება განსაკუთრებით იმის გამო დამძიმდეს, რომ ხელისუფლების მხრიდან ყველაზე არასწორი და შეუფერებელი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არსებობს. მგონი, მთელ ქვეყანას პირი აქვს შეკრული და საყოველთაო შეთანხმებაა საქართველოში, რომ ეს ხელისუფლება სიკეთეს არ მოგვიტანს”-აცხადებს მუხაშავრია