ვგულშემატკივრობ ამგვარ ხალხს, მე არ ვარ მათი თანამოაზრე და არც მათი სიტუაციური მოკავშირეობა მსურს.მე, ნიკა გვარამია, არასდროს შევუწყობ ხელს მათ ხელისუფლებაში მოსვლას. რეალტივიელბის დასასწრაფოდ! სექტანტების ადგილი თანამედროვე საქართველოს ხელისუფლებაში არ არის. ეს რეგრესული ხალხი ვერ მოიტანს პროგრესს. მათთან არასდროს არ მივა არც ერთი ახალი და საინტერესო პროფესიონალი. ეს კარიერისტები და ბრმადმორწმუნეები ვერასდროს ვერ გაამარჯვებინებენ იგივე მიხეილ სააკაშვილს და მუდმივად ამყოფებენ მას საკუთარი ბრმა მსახურების მძევლობაში.ეს ჩემი მყარი პოზიციაა. მე მჯერა ქვეყნის უკეთესი მომავალის, მე ვიბრძოლებ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, მე ყველაფერს ვიზამ, რომ თანამედროვე საქართველოს შემქმნელმა სააკაშვილმა დამსახურებული ადგილი დაიკავოს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საქართველოს ტერიტორიაზე. მე ვიბრძოლებ ფენომენალური პოლიტიკოსი სააკაშვილისთვის და არა ბელადი მიშასთვის. - წერს ნიკა გვარამია სოც.ქსელში