აქვე, მეორე პოლუსის-ბიძა ძმისშვილის სატელეფონო საუბარი ჩამესმის ყურში, რეფრენად, ქართველებს რომ აგინებენ!!!
ჩვენ ვერ გავაცილეთ პოლიტიკიდან ფეხზე მდგარმა, ტაშით, ვარსკვლავით, კონფერენციით, ან, უბრალოდ, “გაუმარჯოს” შეძახილით უამრავი ქართველის ფიზიკურად და მორალურად გადამრჩენი ადამიანი.
დიდი მადლობა ბატონო ბიძინა! მადლობა მორალური გადარჩენისთვის, მადლობა ცე-ჰეპატიტისგან განკურნებისთვის, მადლობა, შრომის უფლების დაბრუნებისათვის, მადლობა, რომ მობილური ტელეფონის და მოსმენების, შურისძიების, დაჭერების და “გაკულაკების” არ გვეშინია, მადლობა, რომ ეს წლები ომის გარეშე ვიცხოვრეთ! ყველა სიკეთე თქვენს ოჯახს, შვილებს და შთამომავლობას დაახვედროს უფალმა! დალოცვის მეტი არაფერი შემიძლია!
სხვა არაფერი…სიტყვებიც მღალატობენ….ხო, გავღარიბდით, ნამდვილად გავღარიბდით, პროფესიულად, ემოციურად…
მე ტექნიკურად ვერ შევძლებ, მაგრამ, ვისაც შეუძლია, იქნებ სოციალურ ქსელში მაინც გავავრცელოთ ტაში, რომლითაც სტადიონი აცილებს თავის რჩეულს!”