თეა გვასალიას სკანდალური პოსტი - "არჩევანი კვლავ წამგლეჯებსა და უნიათოებს შორის მაქვს გასაკეთებელი, მაინც უნიათოს ვირჩევ"
„ეს კაცი კი წავიდა პოლიტიკიდან (ან აქამდე რას გალანძღინათ თავი) და აწი, რაც არ უნდა მთვარის ნატეხი და აღმოსავლეთის მშვენება უძახოთ, უკან მომბრუნებელს არ ჰგავს, (არც მე მოვბრუნდებოდი მის ადგილას), მაგრამ მისი საქველმოქმედო საქმეების ცნობილი ნუსხის საპირწონედ, ერთ პაწაწინა სიას თუ დამიდებთ, ნაცების რომელიმე მილიონერს რომ აქვს ქვეყნის საკეთილდღეოდ, საკუთარი (არა წამებით და შანტაჟით წართმეული) ფულით გაკეთებული, ვიცვლი ორიენტაციას (პოლიტიკურს ), მანქანის ნომრებად 555-ს ვიღებ, პროფილის ფოტოდ პირში ჰალსტუხგაჩრილი მთავარსარდლის სურათს ვაყენებ და მომდევნო 5 არჩევნებში 5 ნომერს ვხაზავ. არადა, არ ვარ „ოცნების“ ფანი, სულ რამდენიმე ადამიანი მომწონს, ამ პარტიიდან, საერთოდაც თუ რამე არ მაინტერესებს ცხოვრებაში – პოლიტიკაა, მაგრამ ქართული რეალობის ჰორიზონტზე დე გოლს ვინ ჩივის, ხოსე მუხიკასაც რომ ვერ ვხედავ და არჩევანი კვლავ წამგლეჯებსა და უნიათოებს შორის მაქვს გასაკეთებელი, პირველებს მაინც ვერ ავირჩევ“, – წერს თეა გვასალია.