არსებული ინფორმაციით, გოგონა ავტომანქანას თავად მართავდა. იგი დიდი სიჩქარის მოძრაობდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ჯიპს შეეჯახა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა 29 აპრილს მოხდა. როგორც მედია წერს, ბურჩაკი სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლასაც არ დაელოდა და შემთხვევის ადგილი Maybach-ის მარკის ავტომობილით დატოვა.
რუსული მედიის ცნობით, ბურჩაკმა და სააკაშვილმა ერთმანეთი კიევში, ერთ-ერთ ელიტარულ წვეულებაზე გაიცნეს და მას შემდეგ ის "სააკაშვილის მრავალრიცხოვანი მეგობარი გოგონების სიაში ირიცხებოდა."
თუმცა, სხვა ვერსიების თანახმად, მათ საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდათ და ერთად დასასვნებელად მონაკოშიც იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, უკრაინელ მოდელს "პორშე" სწორედ მიხეილ სააკშვილმა აჩუქა. ის საქართველოს ექსპრეზიდენთან ურთერთობას არ მალავდა და ამის შესახებ რამდენიმე ტელეგადაცემაშიც უსაუბრია.