“თითქოს დავობლდით”-ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილის მეორედ წასვლას მსახიობი ქეთევან კიკნაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს ის ადამიანია, რომელმაც საქართველო ააშენა: “სადღაც გული მეტკინა, თითქოს დავობლდით, იმიტომ რომ ამ კაცმა ძალიან ბევრი რამე გააკეთა საქართველოსთის. ეხლა მე არ ჩამოვთვლი, ეს ყველამ იცის, ყველამ, რომ მთელი საქართველო ააშენა. ჩვენთვის კიდევ რა არის უზენაესი? ჩვენი სიცოპცხლე არა? რამდენს შეუნარჩუნა ეს სიცოცხლე? პირადად მე რომ სული მიდგას და მაქვს საშუალება ჩემს შვილებს და შვილიშვილებს შევხარი, ეს ხომ მისი დამსახურებაა”?-აცხადებს ქეთევან კიკნაძე.