ნანუკა ჟორჟოლიანმა რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამის სთორიში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია ასახული.რის შემდეგ მედია სივრცეში გაჩნდა ვარაუდი, რომ ჟურნალისტი უკრაინაში იმყოფებოდა და როგორც ჩანს ექსპრეზიდენტიც იქ მოინახულა.როგორც ჟორჟოლიანმა “პრაიამბებთან” ინტერვიუში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა ტრადიციულად უმასპინძლა. ამასთან, ჟორჟოლიანი დასძენს ყოფილ პრეზიდენტს საკუთარ სახლში სხვა ქართველებთან ერთად ესტუმრა.
“კიევში ჩემს მეგობრებთან ვიყავი ჩასული, რომლებიც უკრაინაში გადავიდნენ საცხოვრებლად და სწორედ იქ ვნახე მიშა, როგორც ჩემი ერთ-ერთი მეგობარი.
წინასწარ ვუთხარი, უკრაინაში რომ ვაპირებდი გამგზავრებას და ზუსტად იმ დროს დავამთხვიე, როცა თავადაც ჰქონდა თავისუფალი დრო. მასთან ვიყავი სახლში სხვა ქართველებთან ერთად.
ტრადიციულად გვიმასპინძლა, ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, სადაც ვისაუბრეთ პოლიტიკაზეც.” – განაცხადა ჟორჟოლიანმა.