-ეს მონოლოგი მეორედ გავუშვი, რომ მეჩვენებინა, რა არის გენიალური მონოლოგი, სტანდარტი არის ეს… ლეგენდარული ჯულიეტა ვაშაყმაძის შესახებ ისაუბრა გენიალურმა გიორგი გაბუნიამ. ჯულიეტა წავიდა, დარჩა გიორგი გაბუნია.
გიორგი ჩემი ახლო მეგობარია. არ მგონია, მას უფრო ახლო მეგობარი ჰყავდეს, ვიდრე მე. ის ჩაკეტილი ადამიანია და მე ამის ნახევარი არ გამიგია მისგან არასდროს, რაც ახლა მოყვა მთელი საქართველოს გასაგონად. იმ ღამეს, როცა ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა, გიორგიმ იცოდა, რომ დედა ცუდად ჰყავდა, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით… დილის 5 საათზე დამხვდა მოწერილი, ნიკა, დედა გარდამეცვალაო.
მეც გარდამეცვალა დედა 2004 წელს. ის არ იყო ჯულიეტა ვაშაყმაძე, მაგრამ ჩემთვის იყო ყველაფერი. დედის გარდაცვალების მერე მე ნახევარი ადამიანი ვარ. მე ვიცი, ეს რას ნიშნავს, რა საშინელებაა.