"ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გამოგდებას უპირებენ და მას საკუთარ სამსახურზე ზრუნვას ურჩევს.ამის შესახებ მან სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა."მიხეილ სააკაშვილს შეუძლია იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში. მე როგორ მაქვს ინფორმაცია, გამოგდებას უპირებენ და მისი მთავარი საზრუნავი იქნება შეინარჩუნოს სამსახური", - განაცხადა კალაძემ.