2 თებერვალს პროცესი ჩამინიშნეს, – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. “ბატონო ბიძინა, თქვენ წახვედით თუ არა, სასამართლომ ეგრევე დაკარგა დამოუკიდებლობა და საშინლად მოქცევა დაიწყო! პროკურატურაც აყვა! აი, მაგალითად, მე, 2 თებერვალს პროცესი ჩამინიშნეს. აღარც რვა მარტის შეთანხმება ახსოვთ, აღარც კორონას გამო მორატორიუმი.მოკლედ, მეხსიერებაც მეესპოთ უთქვენოდ და სინდისიც წაიწყმიდეს. მობრუნდიიიიით რააააა, რა კაი იყო თქვენ დროს, სამართლიანი პროკურატურა და სასამართლოოოო!”, – წერს ნიკა გვარამია. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალი წაუყენეს. მას, ასევე, ბრალად ედება ფულის გათეთრება.