"შესაძლოა გაგიკვირდეთ, რომ ჭიათურაში, რომელიც რომელიღაც კოშმარული ფილმის დეკორაციას მოგვაგონებს, ყველაზე მეტი მილიონერია დაბადებული და გაზრდილი. ყველამ ბიძინა ივანიშვილს კი არ უნდა ვუყუროთ ხელებში, ყველა მდიდარი ადამიანი უნდა გაერთიანდეს და ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე იზრუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ხალხი შიმშილით დაიხოცოს. მოდი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ: ეს ნამდვილი ჟამიანობაა! მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიოს ასეთი კრიზისი არ ახსოვს..."
"იმ ხალხს, ვინც მოძრაობდა, რაღაცას აკეთებდა და ამ ქვეყნის ეკონომიკას ქმნიდა, გაღატაკება ემუქრება და ეს მაშინ, როცა პანდემიის სახელს ამოფარებულმა არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა დიდი ფული იშოვეს. ცხადია, მეც დიდ პატივს ვცემ მედიცინის მუშაკებს, რომლებიც პაციენტების სასთუმალთან ათენებენ და აღამებენ, მაგრამ ზოგიერთმა საავადმყოფომ თუ აფთიაქმა ამ კრიზისის ფონზე დიდი ფული "გააკეთა"...
მეტი იხ აქ.