საქართველოს ჯერ კიდევ ივანე მრისხანე იცავდა ირანისა და თურქეთისგან! 1783 წელს ქართველმა მეფე ერეკლემ ეკატერინე II-ს სთხოვა თურქეთისგან დაცვა და მერე თვითონ გაიქცა მათთან – როგორც ქართველი მაზეპა. 1801 წელს ალექსანდრე I-მა საქართველო ირანისგან დაიცვა და თავის ქვეშევრდომობაში მიიღო და ის გახდა რუსეთის იმპერიის ნაწილი – თბილისის და ქუთაისის გუბერნიების სახით. იქ ცხოვრობდნენ ქართველები, რუსები, აფხაზები და ათობით სხვა ერი. და რა მივიღეთ ქართველებისგან სანაცვლოდ? ყოველთვის ბუნტდებიან! პირველები ქართველები იყვნენ, 1917 წელს დამოუკიდებლობა რომ გამოაცხადეს, 1957 წელს სტალინის კულტის ნგრევის გამო აბუნტდნენ, 1989 წელს ისევ აბუნტდნენ…ახლა კი ისინი ვეღარ უნდა გამოძვრნენ მარტო „ბორჯომით“. ყველა ეკონომიკური ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთ საქართველოსთან, უნდა შევწვიტოთ ენერგიის მიწოდება, ავკრძალოთ ფულადი გზავნილები რუსეთიდან საქართველოში, უნდა დავიწყოთ რუსეთში ქართველი მეწარმეების ტოტალური შემოწმება და გავასახლოთ ყველა არალეგალი“, –განაცხადა რუსეთის დუმის დეპუტატმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ერთ-ერთი რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.