„ივანიშვილმა თავისი მოპარული მილიარდების დასაცავად გადაწყვიტა პუტინის მეთოდების გამოყენება". - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეიბუქზე. „ამისთვის იყენებს მოსკოვიდან ჩამოყვანილ ვამპირს, გახარიას და სუსის 100 კაცს, რომელთაც ყოველთვიურად ხელზე უხდის ხელფასს" - ამბობს სააკაშვილი.
სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ შეშინდნენ.
„ნუ შეგეშინდებათ მათი!
მათ არაფერი ამაგრებთ შეშინებული ხალხის გარდა.!
მათი აღსასრული ძალიან ახლოა!" - წერს სააკაშვილი.