- რა უნდა ვთქვა? ალბათ, მობეზრდა ამდენი ლაფის დასხმა და წავიდა. რა ვიცი... თავის დროზე ვიყავი აქტიური, ვცდილობდი, ჩემი აზრი გამომეთქვა. ვთვლიდი, რომ უნდა ვყოფილიყავი არა ბარიკადებს აქეთ, არამედ - იქით. მერე პოლიტიკაში მოსვლის შემოთავაზება დაიწყო, მაგრამ უარი ვთქვი. რა უნდა გავაკეთო პოლიტიკაში? მე ურთიერთობაში მიყვარს გულწრფელობა, პირდაპირობა, სიმართლე და სისუფთავე, პოლიტიკაში კი ეს არ არის, ამიტომ იქ არაფერი მესაქმება.
- როგორი წარმოგიდგენიათ ხვალინდელი დღე?
- იმედი მაქვს, ღმერთი არ გაგვწირავს და გადავრჩებით. ცხოვრებაში მთავარია, შენი საქმე კეთილსინდისიერად აკეთო. პატრიარქმა თქვა შესანიშნავად - სხვებისთვის იცხოვრეთო. რაც შეგიძლია, ის უნდა გააკეთო სხვებისთვის და შენი ქვეყნისთვის, რომ ქვეყანამ დიდხანს იარსებოს. ახლა ჩვენი სამშობლოს ბედი და მომავალი უფრო მადარდებს, ვიდრე ის, რომ სპექტაკლებს ვერ ვთამაშობთ.
წყარო