ყველას ნახვა

სასწრაფოდ! ვრცელდება სკანდალური ინფრომაცია გიორგი კვირიკაშვილის დაკავების სკანდალური დეტალები

სასწრაფოდ! ვრცელდება სკანდალური ინფრომაცია გიორგი კვირიკაშვილის დაკავების სკანდალური დეტალები
მე არ ვამართლებ “ქართულ ოცნებას”. მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში კორუფციასთან დაკავშირებული მომენტები თვითდინებაზე მიუშვეს. ხოლო როცა ყველაზე დიდი თევზის დაჭერის შანსი გაჩნდა, რაც მთელი სახელისუფლებო ვერტიკალისთვის მაგალითი იქნებოდა, იქვე ოპოზიციამ ეს თემა მოკლა.
– მსხვილ თევზში ვის გულისხმობთ და რას ნიშნავს, რომ ოპოზიციამ ეს თემა მოკლა?

– მსხვილ თევზში კვირიკაშვილს და მის გუნდს ვგულისხმობ. თემის მოკვლაში იმას, რომ სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა კორუფციის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა და ხელისუფლება საკმაოდ ცუდ დღეში ჩააგდო.
გამუდმებით გვეუბნებიან, რომ “ქართული ოცნება” არის პროდასავლური ძალა. ამ ფონზე ოპოზიცია ამბობდა, რომ მმართველი გუნდი დასავლეთში ყველაზე მიღებულ პრემიერს დევნიდა.
დასავლეთში ყველაზე მიღებულიო, რომ ამბობენ კვირიკაშვილზე, ვისთან შედარებით ოყო მიღებული, ღარიბაშვილთან და ივანიშვილთან? როცა სჭირდებოდათ, ყოფილ პრემიერს “ოცნების” ლიდერის მარიონეტს ეძახდნენ და თუ ის დასავლეთთან აგვარებდა საქმეებს, გამოდის, რომ ის ივანიშვილის დავალებას ასრულებდა.
კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში მედიაში კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით წონადი მასალები გამოქვეყნდა. საუბარია ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროებში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე. ამ უწყებების პირველი პირები კვირიკაშვილის გუნდის წევრებად მოიაზრებოდნენ.
კორუფციულ ფაქტებზე ოპოზიციაც ბევრს საუბრობდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მათ თავიანთი ნარატივით კორუფციაში მხილებულ ჩინოსნებს ხელი შეუწყვეს, რომ მათ ბიუჯეტიდან მოპარული ფული სხვადასხვა მიზნებისთვის გამოეყენებინათ. ბიზნესებში ჩაედოთ და ა.შ.
– ოპოზიციას რომ არ ეაქტიურა, კვირიკაშვილს დაიჭერდნენ?

– დაჭერით შეიძლება არ დაეჭირათ, მაგრამ გამოკითხავდნენ მაინც. ოპოზიციამ თავისი ნარატივით ხელი შეუწყო ამ საქმეების თაროზე შემოდებას.
სავარაუდოდ, “ქართულმა ოცნებამ” მაშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზედმეტად არ დაეზიანებინა იმიჯი. ოპოზიციის მტკიცებით ხომ “ოცნება” პროდასავლურ პრემიერს დევნიდა.
წესით, ოპოზიცია სიმართლის მხარეს უნდა ყოფილიყო. ყველაზე მეტად ოპოზიციას უნდა მოეთხოვა, რომ “ოცნებას” ეს საქმე ბოლომდე მიეყვანა და დამნაშავეები დაესაჯა.
ასე რომ მომხდარიყო, ბიუჯეტში მოპარული თანხის დიდი ნაწილი დაბრუნდებოდა, შეიძლებოდა სრულადაც დაებრუნებინათ იქედან წაღებული ფული.
უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა არ მინდა, მაგრამ ოპოზიცია თავისი უსაგნო პანიკით მაშველ რგოლად მოევლინა კვირიკაშვილს და მის გუნდს.
– ეს მხოლოდ უსაგნო პანიკა იყო, თუ ამ ისტერიით ვიღაცები კვირიკაშვილისგან რაღაცის გამორჩენას ცდილობდნენ?

– ოპოზიციის უსაგნო პანიკა მაფიქრებინებს, რომ მათ ბიუჯეტის პოტენციურ ქურდებს ანგარებით დაუჭირეს მხარი.
მოდით, პოლიტიკურ კონტექსტშიც შევხედოთ ამ ამბავს. როცა საჭირო იყო, ოპოზიციამ პარლამენტში კვირიკაშვილის არაეთიკური ქცევა დაივიწყა, როცა მან დეპუტატ ნიკა მელიას კეთილები აგინა. ამ ამბავს დღეს არავინ იხსენებს.
გავიხსენოთ გასული წლის მაისის მოვლენები, როცა ბასიანში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ რუსთაველზე აქცია გაიმართა. გავიხსენოთ ყოფილი პრემიერის დაუგეგმავი ჩასვლა აშშ-ში, სადაც ის ლობისტებს შეხვდა. მისი ეს ვიზიტი მამუკა ხაზარაძემ დააფინანსა. ოპოზიცია ამაზეც დუმილს ამჯობინებს.
ისინი ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლება ანაკლიის პორტის აშენებას უშლის ხელს. სამაგიეროდ, არაფერს ამბობენ, თუ რამდენჯერ გადაუვადა ხელისუფლებამ, მათ შორის კვირიკაშვილის პრემიერობის დროსაც, ხაზარაძეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები, რომ მშენებლობა დაწყებულიყო.
არ მახსენდება, რომ ხელისუფლებას რომელიმე კომპანიისთვის ამხელა შეღავათები მიეცა. მითუმეტეს, რომ საქმე გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტს ეხება.
კვირიკაშვილსა და ხაზარაძეს შორის იყო გარკვეული ეკონომიკური შეთანხმება, რომელსაც თან ახლდა პოლიტიკური მომენტი.
იმ პერიოდში “ოცნებაში” შიდა გადატრიალების მოწყობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რომლის მთავარი მიზანი იყო ანაკლიის პორტიდან დიდი სარგებლის მიღება ისე, რომ ქართულ სახელმწიფოს ყურზე ხახვი დაჭროდა და რაღაცებთან მიმართებაში დამატებითი კითხვები არ გაჩენილიყო.
სანამ ხაზარაძეს სასამართლოზე დაიბარებდნენ, ანაკლიის კონსორციუმმა კიდევ ერთხელ მიმართა ხელისუფლებას და ვადების გადაწევა მოითხოვა, ხელისუფლებაც დათანხმდა. ამაზე რატომ არ იღებს ხმას ოპოზიცია? ერთხელ მაინც რატომ არ გაუჩნდათ კითხვა, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე.
როდემდე უნდა გაგრძელდეს იმაზე საუბარი, რომ ხელისუფლება თავის ვალდებულებებს არ ასრულებს. ხელისუფლება წლის ბოლომდეა ვალდებული, დაასრულოს გზის მშენებლობა ანაკლიამდე. ზედმეტად ნაკისრ ვალდებულებებს არ ვგულისხმობ, რომელიც სახელმწიფოს კვირიკაშვილის პრემიერობისას დაეკისრა.
ანაკლიის კონსორციუმი სასათბურე პირობებში იმყოფება, ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს და ოპოზიცია ამას არცკი იმჩნევს.
ისევ კორუფციულ მომენტებს თუ დავუბრუნდებით, მინდა თქვენმა მკითხველმა იცოდეს, რომ კორუფცია მხოლოდ ფულის აღება არ არის. არსებობს პოლიტიკური და გავლენის კორუფცია.
კვირიკაშვილის დამოკიდებულება ანაკლიას პორტთან მიმართებაში იყო სამკომპონენტიანი – გავლენის, პოლიტიკური და ფინანსური კორუფცია.
საზოგადოება იმას კი არ უნდა კითხულობდეს რატომ ახორციელებს ხელისუფლება ხაზარაძეზე წნეხს, იმით უნდა ინტერესდებოდეს, თუ რატომ ამყოფებენ ამ კონსორციუმს მუდმივად სასათბურე პირობებში. ანაკლიის პორტი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, რატომ არ შეასრულა კონსორციუმმა დათქმულ ვადებში ნაკისრი ვალდებულებები.
დაჭერების ამბავს თუ დავუბრუნდებით, ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ – აუცილებლად უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ბიუჯეტიდან ფული მოიპარა.
არსებობული ინფორმაციით, კვირიკაშვილის გარემოცვამ დაახლოებით 1,5 მილიარდი ლაროს ოდენობის თანხები მიითვისა. ამაზე ვიღაცამ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი.
ამ სახელმწიფოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხვდეთ იმას, რომ სახელმწიფო არ არის მეწველი ძროხა, რომ ვისაც როცა მოუნდება, მაშინ ჩამოწველოს.
ცალკეული ბიზნესმენებისგან ნაკვები, გაზულუქებული პერსონები დღეს ამბობენ, რომ ხაზარაძე თუ დამნაშავეა, მაშინ ივანიშვილმაც უნდა აგოს პასუხი, რადგანაც ეს სისტემა მან შექმნა.
– არ უნდა აგოს ივანიშვილმა ამ სისტემის შექმნისთვის პასუხი?

– მე საქმის მორალურ ასპექტებს არ განვიხილავ, მხოლოდ კანონიდან გამოვდივარ. რომელიმე მათგანს თუ ივანიშვილმა დაავალა ბიუჯეტიდან თანხის მოპარვა, აგერ არის სასამართლო და თქვან, “ოცნების” ლიდერმა დაგვავალაო.
ივანიშვილს თუ არ დაუვალებია. მაშინ კეთილი ინებონ და პასუხი აგონ საქართველოს სახელმწიფოს ანუ მისი მოქალაქეების წინაშე. რომლებსაც ამ ვირთხებმა უამრავი ფული მოპარეს.
ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიწყოს კორუმპირებულების დასჯა. ისე უნდა დაისაჯონ, რომ ეს ყველა საჯარო მოხელისთვის სამაგალითო იყოს. რაც უფრო მალე იმოქმედებს ხელისუფლება ამ მიმართულებით, მით უკეთესი იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის.
ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ამას “ქართული ოცნება” გააკეთებს, თუ ნებისმიერი სხვა ხელისუფლება, რომელიც ხვალ ქვეყნის სათავეში მოვა.
ეჭვი ხომ არ ეპარებათ ქუმსიშვილს, კვირიკაშვილს და ალავიძეს, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, თუ თავად არ აღმოჩნდნენ ხელისუფლებაში?!
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე