– ბიძინა ივანიშვილი 8 წელი ემსახურა რუსეთს და ანაკლიის პორტის პროექტის დაბლოკვიდან დაწყებული, ყველაფერი შეუსრულა. გადაავსო ხელისუფლება პრორუსული კადრებით. ახლა წავიდა ივანიშვილი და კობახიძე დატოვა ვოლსკისთან ერთად. ამით რუსეთს უთხრა, მე კი წავედი და ახლა ამათთან ითანამშრომლეთ, რასაც ეტყვით, იმას გააკეთებენო. რის პროდასავლელია კობახიძე? გავრილოვის ამბავი მის მიერ არ იყო მოწყობილი? ხელისუფლების რომელიმე პრორუსული გადაწყვეტილება გააკრიტიკა? არც ერთი. ეს ხალხი არ არის პროდასავლური, გამოკვეთილად პრორუსული ძალები არიან და ვიღაცებს, გაუთვითცნობიერებელ ხალხს, შესაძლოა, პროდასავლურებად მოეჩვენოთ. ევროპასა და ამერიკაში სასაცილოდ არ ჰყოფნით მათი პროდასავლურობა. პორტები, მილსადენები, გაზი, ოქრო, ყველაფერი რუსეთს ჩაუგდო ხელში ივანიშვილმა, დაბლოკა ყველა დასავლური პროექტი. 2016 წლიდან „ქართულ ოცნებაში“ არიან კობახიძე, მდინარაძე და თალაკვაძე და ამ 4 წლის მანძილზე, ერთი სიტყვა არ უთქვამთ, რომ ივანიშვილი რუსეთის ამ და სხვა დაკვეთებს ასრულებსო. ერთხელ არ დამდგარან დასავლეთის ინტერესების მხარეს. ყველაფერზე თავი უქნიეს ივანიშვილს. მათი დიდი დამსახურებაა, ქვეყანა რომ ამ კატასტროფის წინაშე დგას. წინა ხელისუფლების დროს საგარეო ვალი იყო 8 მილიონი და ახლა 30 მილიონია. ამ ადამიანებმა შექმნეს ეს ვითარება ქვეყანაში. ეს იყო რუსეთის დავალება, რომ საქართველო დაცემულიყო და ეკონომიურად გაპარტახებულიყო.
– ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება, 5 მილიარდი გადასცა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და მხოლოდ 200 მილიონი დაიტოვა. ეს რა ტრუკია?