ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში დოკუმენტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ეს სწორედ ის დოკუმენტია, რომელსაც სამთავრობოთაშორისი კომისიების სახელით უკლებამ და სალამოვმა მოაწერეს ხელი.„იმედია, კარგად იკითხება! ეს არის საწყისი დოკუმენტი, რომელსაც სამთავრობოთაშორისი კომისიების სახელით ხელი მოაწერეს უკლებამ და სალამოვმა და რომლის ძალითაც კომისიებს ეროვნულ დონეზე ათვლის წერტილად უნდა აერჩიათ სწორედ ის ყბადაღებული 1938 წლის კარტოგრაფიული დოკუმენტური მასალა, რასაც 2006 -2007 წლებში თავი აარიდა ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ივერი მელაშვილმა!!!“, - წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე