როგორ მინდა, რომ მალე გამოვიდეს ხალხი ქუჩაში, რევოლუციას ნუ დავარქმევთ, დავარქვათ კონსტიტუციით მონიჭებული აჯანყების უფლება, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა თაკო ჩარკვიანმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.„ჩემს თავს სულ ვუმეორებ – არავითარი რევოლუცია. როგორ მინდა, რომ მალე გამოვიდეს ხალხი ქუჩაში, რევოლუციას ნუ დავარქმევთ, დავარქვათ კონსტიტუციით მონიჭებული აჯანყების უფლება, არ დავანგრიოთ სახელმწიფო ინსტიტუციები და ამ აღვირახსნილ ხელისუფლებას მივუჩინოთ ადგილი, მშიერი კაცი აღარ გვყავდეს საქართველოში და რას ქვია, სიტყვა რევოლუციის მეშინია. ამის კულტურა გვაქვს, სამდღიანი რევოლუცია გვახსოვს, რევოლუცია დაარქვეს. არაფერი დალეწილა, შუქი არ იყო და შუქი მოვიდა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.