ამას არავინ ელოდა სკანდალური განცხადება - "სააკაშვილმა ზურგში დანა ჩაარტყა ოპოზიციის ერთობას"
გიგი უგულავა ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი ყველაზე ინსტიქტები გააღვიძა.„ბრძოლის მოდელი “სატახტოთა თამაშების” მიხედვით რომ აღვწეროთ, იყო შემდეგი: ყველა პარტია ცენტრსა და ფლანგებში განლაგებული ლაშქარივით, ხოლო ლიდერები მაჟორიტარებად. მარტივად, ადამიანები წყვდიადის მეფის და თეთრი მოხეტიალეების ანუ ბიძინასა და „ქოცების“ წინააღმდეგ. ახლა ომის წინა სცენა გვექნებოდა, როცა ბევრი ერთმანეთთან წარსულში დაპირისპირებული ლიდერი წყვდიადის ზომბების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, როგორ შეხმატკბილებულად ემზადება.სააკაშვილი ამ სცენარში მოიქცა როგორც სერსეი ლანისტერი. ზურგში დანა ჩაარტყა ოპოზიციის ერთობას – მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის. მეტი მიზანი და იდეა მას უბრალოდ არ აქვს. ამის შედეგია, რომ „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი მთავარი, ერთ დროს მმართველი და შემდეგ დაუნდობელი დევნის მსხვერპლი პარტია, გადაიქცა რეაქციონერებისა და რეტროგრადების პარტიად. ახლა თავს იწყნარებენ მთავარი ლიდერია და არა სიაო. დიახ, მთავარი ლიდერია, ოღონდ ეს სია ამ ლიდერის სარკეა. ასე გადაიქცა მთავარი ოპოზიციური პარტია სააკაშვილის და მერაბიშვილის სავაჭრო სახლად“, – ამბობს გიგი უგულავა.