აგრეთვე, პლატფორმაზე განთავსებული ყიდვა-გაყიდვის განაცხადები ანონიმურია, მანამ სანამ პლატფორმის მიერ არ მოხდება გარიგების ავტომატური რეგისტრაცია; პლატფორმის მონაწილეები თავად განსაზღვრავენ მათთან გარიგებაში დაშვებულ კონტრაგენტებს და სავაჭრო ლიმიტებს. Bloomberg-Bmatch-ის პლატფორმაზე გადასვლა ერთ-ერთია იმ ორ კომპონენტს შორის, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში დაწყებული საბანკო სისტემის რეფორმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.ახალი წესების მიღებით, პლატფორმა ხელმისაწვდომი გახდება მონაწილეთა ფართო წრისთვის. სისტემაში ვაჭრობა შეუძლიათ როგორც ბანკებს, ასევე კომპანიებს. გარდა ამისა, კომპანიებს ექნებათ არჩევანი ან თავად დაუკავშირდნენ ტერმინალს და ვალუტით ვაჭრობა მისი საშუალებით განახორციელონ, ან წარადგინონ განაცხადები ბანკის მეშვეობით.
საქართველოში დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება.