ყველას ნახვა

ზვიად ძიძიგური დუმილს არღვევს - "ეს იქნება სიახლე, რომელიც რამდენიმე თვეში შეიძლება გაჩნდეს..." - რას ამბობს ზვიად ძიძიგური ივანიშვილზე"

ზვიად ძიძიგური დუმილს არღვევს - "ეს იქნება სიახლე, რომელიც რამდენიმე თვეში შეიძლება გაჩნდეს..." - რას ამბობს ზვიად ძიძიგური ივანიშვილზე"
- მაშინ რატომ ჯიუტობს ასე ოპოზიცია და რატომ არ შედის?
- თავიდან ემოციურ ნიადაგზე იყო გაკეთებული ეს განცხადებები, რადგან არჩევნები ჩატარდა ძალიან ცუდად. ქართულმა ოცნებამ გამოიყენა ყველა ადმინისტრაციული რესურსი, უშიშროება და საერთოდ ყველა მახინჯი ფორმა, მაგრამ ამის მიუხედავად, ემოციის აყოლა და მანდატზე უარის თქმა არ არის სწორი. ამის პასუხი იქნებოდა საგამოძიებო კომისიის შექმნა და უბან-უბან ყველა დარღვევის შესწავლა, თუ სად რა მოხდა. საგამოძიებო კომისიას შეეძლო ყველა უბნის გახსნა, თავიდან გადათვლა და გამოძიება იმის, რა მოხდა რეალურად. საქართველოს პარლამენტს ისეთი რეგლამენტი აქვს, რომ, ფაქტობრივად, ოპოზიციას აქვს სერიოზული ბერკეტი. შეგიძლია, მინისტრები ყოველ კვირას დაიბარო პარლამენტში, კომიტეტებზე საკითხები დააყენო, ოპოზიციამ დამოუკიდებლად შექმნა საგამოძიებო კომისია - ეს ახალი რეგულაციაა, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტში მოქმედებს. ასეთ მნიშვნელოვან ბერკეტებზე უარის თქმა არ არის სწორი. ვხედავთ, პოლიტიკური ცხოვრება მცდარი მიმართულებით წავიდა, პარლამენტში ოპონირება არ ხდება, არადა, უამრავი თემაა, საკადრო ცვლილებაა, ბიუჯეტია და კიდევ უამრავი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც შეგიძლია პოლიტიკური დებატები მოაწყო, მაგრამ მათი უარის გამო ყველაფერი დადუმებულია. რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, კიდევ უფრო მეტად ჩანს, რომ ოპოზიციის პარლამენტში ყოფნის შემთხვევაში, პოლიტიკური პროცესები გაცილებით უფრო ცხარე იქნებოდა და - აქტიურ ფაზაშიც. ახლა კი ქუჩაში მცირერიცხოვანი აქციებით ცდილობენ პანდემიასთან, ბიზნესთან, ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხების პროტესტს, როცა შესაძლებელი იქნებოდა, ყველაფერი საპარლამენტი ტრიბუნიდან  გაეპროტესტებიანათ.

- ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, ბევრი ფიქრობს, რომ მაინც ჩაერევა პოლიტიკაში, თქვენი აზრით, საერთოდ წავიდა?
- ვფიქრობ, მართლა წავიდა და ჩათვალა რომ თავისი გასაკეთებელი საქმე გააკეთა ქართულ პოლიტიკაში. წავიდა და არავის მისცემს თუნდაც რჩევის დონეზე კონსულტაციებს. თუ ის ჩაერევა, შეუმჩნეველი არ დარჩება - საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და პროცესები გამჭვირვალედ მიდის. ჯერ კიდევ დეკემბერში იყო ცნობილი, რომ მიდიოდა ივანიშვილი და როცა ჟურნალისტები უმრავლესობის წევრებს ეკითხებოდნენ ამას, ლამის ასე პასუხობდნენ: ცუდი სიზმარი ხომ არ გინახავთო. მათაც არ იცოდნენ და ჟურნალისტებმა იცოდნენ, რომ მიდიოდა. თუ ივანიშვილი მაინც დაიწყებს რაღაც ტიპის მოძრაობებს, კონსულტაციებს, ეს შეუმჩნეველი არ დარჩება და სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნის ივანიშვილსაც და მმართველ ძალასაც. ვფიქრობ, ივანიშვილმა ჩათვალა, რომ თავისი ფუნქცია, თავისი ამოცანები შეასრულა ქართულ პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ, ნამდვილად წავიდა პოლიტიკიდან და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მის გარეშე თვითონ "ქართული ოცნება" დადგება ახლა გამოწვევების წინაშე.

- რატომ?
- ბიძინა ივანიშვილის წასვლა ცალსახად ასუსტებს "ქართულ ოცნებას", იმიტომ, რომ  "ქართული ოცნება" არ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც შეიქმნა ერთნაირად მოაზროვნე, ერთნაირი იდეების, მსოფლმხედველობის მქონე ადამიანებისგან. იქ არიან კონსერვატორებიც, ლიბერალებიც, მემარჯვენეებიც, მემარცხენეებიც, თუ რამე ტიპის პოლიტიკური მიმართულება არსებობს პოლიტიკურ სივრცეში, ყველა გემოვნების ადამიანს იპოვით "ქართულ ოცნებაში". ისინი იქ არიან შეკრებილები ერთი სუბიექტური ფაქტორის გამო, ეს სუბიექტური ფაქტორი ბიძინა ივანიშვილი იყო - სადაც ბიძინა ივანიშვილია, იქ არის წარმატება და ყურადღების ცენტრში ყოფნა. გნებავთ პოლიტიკურად, გნებავთ თანამდებობებზე ყოფნის სურვილით არიან ადამიანები შეკრებილები "ქართულ ოცნებაში". ივანიშვილის წასვლა იმას ნიშნავს, რომ ის 21-კაციანი საბჭო, რომელმაც უნდა შეასრულოს ახლა კოლექტიური ბიძინა ივანიშვილის ფუნქცია, ამას ვერ შეასრულებს. იმ ადამიანებს, ვინც ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო მივიდა "ქართულ ოცნებაში", შეუძლებელია ამ პოლიტიკურმა საბჭომ სათანადო კომპენსაცია გაუწიოს მორალურად, ფსიქოლოგიურად, პოლიტიკურად და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ძლიერი ლიდერის წასვლის შემდეგ დასუსტდება. ამით რამე თანამდებობა კი არ მოაკლდებათ, მაგრამ მოაკლდებათ პოლიტიკური მხარდაჭერა, მოაკლდებათ არჩევნებში ამომრჩევლის ხმები და ეს გამოიწვევს იმას, რომ სხვა პოლიტიკური ძალები აიღებენ იმ ხმებს, რაც "ოცნებას" დააკლდება. ეს ნიშნავს დივერსიფიკაციას. ის ერთგვარად დადებითი იქნება პოლიტიკური მინდვრისთვის, ამან შეიძლება მხოლოდ დადებითი ელემენტები მოიტანოს და, საბოლოოდ, მიშას და ბიძინას ორპოლუსიანი სივრცე უნდა შეცვალოს დივერსიფიცირებულმა პოლიტიკურმა სივრცემ, რომელიც გაჩნდა ივანიშვილის წასვლის შემდეგ.

მაშინ თქვენ რატომ გაემიჯნეთ "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს, როცა წამოხვედით იმ პატრიიდან?
- თუ გახსოვთ, თემა პროპორციული წესით არჩევნების ცვლილებებს ეხებოდა. 6 თვეს ვუმტკიცებდით ყველას, რომ გავბედეთ და გადავედით პროპორციულ არჩევნებზე და უცებ ვნახეთ, არსადაც არ გადავედით. დავინახეთ დეპუტატების გათამაშებული ამბოხი და ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩავარდა, რომელიც ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო. 30 წელია, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არის ასეთი ტიპის მოთხოვნა და ამ საკითხის ჩაგდების გამო დავტოვეთ მაშინ 12 კაცმა უმრავლესობის რიგები. ეს იყო ჩვენთვის შეურაცხმყოფელი და მათი თამაშის წესებზე უარი ვთქვით. ადამიანს რომ ჩამოართმევ ხელს და იტყვი რომ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ, ამის ზურგს უკან გადაწყვეტილება რომ იცვლება და ფაქტის წინაშე გაყენებ, ცუდია. უარი ვთქვით და 2019 წლის ნოემბერში წამოვედით. ამით მხოლოდ "ქართული ოცნება" დაზარალდა და ძალიან სერიოზული პრობლემები, რყევები გამოიწვია კიდეც. ვფიქრობ, რომ არა პანდემია, რომელიც მაშველ რგოლად იქცა "ქართული ოცნებისთვის", შეიძლება კიდევ უფრო მძიმე ყოფილიყო პოლიტიკური დარტყმა. ეს ჩავლილი ამბავია და ყველამ უნდა დავინახოთ ის რეალური აუცილებლობები, რაც ქვეყნის წინაშე დგას და ამის მიხედვით უნდა გადავეწყოთ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ვფიქრობ, ერთპარტიული მმართველობის სისტემა, რომლისკენაც მივდიოდით ბოლო, ამდენი წელი, უნდა შეიცვალოს. ივანიშვილის წასვლა ამიტომ არის მნიშვნელოვანი და ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი პარტია არ იქნება და დივერსიფიცირება მოხდება პოლიტიკური სივრცის.
წყარო კვირის პალიტრა
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე