კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 16,2%-დან 15,7%-მდე შემცირდა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ყველაზე მეტად ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს შეეხო. კერძოდ, ივნისის მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 19,5%-ს, ივლისში კი 18,5%-ს.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქაც შემცირება ფიქსირდება. კერძოდ, ფიზიკური პირებისთვის ივნისში უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6,7%-ს, ივლისში - 6,3%-ს. იურიდიული პირების შემთხვევაში კი საპროცენტო განაკვეთი ერთ თვეში 6,9%-დან, 6,7%-მდე შემცირდა.