ვიხილავ საკითხს, ავიღო თვითმფრინავის ბილეთი, თუ იმ დროისთის ქართველი ხალხი მათ მოარყევს იმდენად, რომ ვერ გაბედონ ჩემი დაპატიმრება, ძალიან კარგი იქნება, თუ არადა, მე არაფრის მეშინია. რაც არ უნდა შემომთავაზონ გამარჯვების შემდეგ, მე ვიტყვი უარს. მე მინდა ჩემ ვენახში დაბრუნება. ივანიშვილი უშვებს იმას, რომ მე ამას შევეგუები, რომ ნოე ჟორდანიას როლში აღმოვჩნდე და მთელი ცხოვრება ვერ ჩამოვიდე? მე აღარ მაქვს უკან დასახევი, ყველაფერზე წამსვლელი ვარ. ივანიშვილი შეეცდება რეპრესიების გაგრძელებას, მაგრამ არ გამოუვა. თუ ოპოზიცია გადწყვეტს და ჩემი ჩამოსვლით ხელს არ შევუშლი, ჩამოვალ, არაფრის მეშინია. ჩემი ინსტინქტი და გული მეუბნება, რომ ეს უნდა გავაკეთო“ - მიხეილ სააკაშვილი