საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე, რომლებიც ბათუმში გასული წლის 28 ნოემბერს დააკავეს და უკვე რამდენიმე თვეა პატიმრობაში არიან.
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სასამართლოს პასუხში წერია, რომ ისინი უკანონო პატიმრები არიან, თუმცა პროკურატურას ინტერესი აქვს და ამიტომ პატიმრობაში უნდა იყვნენ.
"სომალელი მეკობრეების ქცევა" და "ტყვეობაში აყვანა"- ასე აფასებს ნიკა გვარამია თავის გადაცემაში უკრაინის მოქალაქეების პატიმრობაში ყოფნას.
დაკავებულების გათავისუფლება დღეს კიევში, საქართველოს საელჩოსთანაც მოითხოვეს.
შეგახსენებთ, დაკავებულია უკრაინის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე. ერთერთი მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრია, ხელისუფლებამ სამივე მათგანი მხოლოდ ეჭვების საფუძველზე აიყვანა. როგორც ადვოკატები ამბობენ, კატარღა ტერიტორიული წყლების შესახებ კანონის დარღვევის გარეშე გადაადგილდებოდა და ამ პირების აყვანის საფუძველი არ არსებობდა.