ეკატერინა ხვედელიძე 1972 წლის 26 აგვისტოს საჩხერეში, ფედია და ლუდა ხვედელიძეების დაიბადა და სამტრედიის მე -3 საჯარო სკოლა დაამთავრა . მამა სამტრედიაში არსებულ საავადმყოფოში მთავარი ექიმად, კერძოდ, ქირურგად მუშაობდა, დედა კი მუსიკის მასწავლებელი იყო. ეკატერინე ხვედელიძეს ჰყავს და, ირმა ხვედელიძე. ეკატერინე ხვედელიძის მასწავლებელი იხსენებს, რომ დები ძალიან კარგად მღეროდნენ და ამავდროულად, ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრებიც იყვნენ. მასწავლებელი ასევე იხსენებს, რომ ეკატერინე ხვედელიძეს განსაკუთრებით უცხო ენები, ბიოლოგია და ისტორია უყვარდა და ამავდოულად, კარგად ქსოვდა.
ივანიშვილის მეუღლის ისტორიის მასწავლებელი ასევე 2,000 წელს მომხდარ შემთხვევას იხსენებს, როდესაც ეკატერინე ხვედელიძემ მე -3 საჯარო სკოლის დახმარების ფონდი შექმნა დამისი თქმით გარდა ამისა, აღნიშნული სკოლის რეაბილიტაციაც მის სახელს უკავშირდება.